Monday, April 11, 2011

საქართველოში ტელე-რადიოჟურნალისტიკის წინსვლა ჩამორჩა მსოფლიო დონეს

საქართველოში ტელე-რადიოჟურნალისტიკის წინსვლა საგრძნობლად ჩამორჩა მსოფლიო მიღწევების დონეს არა მარტო სამეცნიერო ტექნიკური და შემოქმედებითი განვითარების თვალსაზრისით, არამედ , რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია , ინფორმაციული ტრანსფორმაციის მხრივაც. მალე დადგება ის დროც, როცა ჩვენ ვერაფერს გავუგებთ სატელევიზიო-კომპიუტერულ სამყაროს ადამიანებს. ამიტომ, აუდიო-ვიზუალური საშუალებების წინსვლისთვის პრინციპულად ახალი აზროვნება, ახალი გზების ძიებაა საჭირო, პედაგოგიური საქმის ორგანიზაციის ახალი ფორმები და ახალი გამოგონებები , შემოქმედებითი აღმოჩენები და კიდევ , კადრების მომზადება და აღზრდა, რაც მიშვებული, მიტოვებული და ბედის ანაბარაა დარჩენილი. დაე, ნუ შეაცდენს სოკოებივით მომრავლებული უმაღლესი სასწავლებლებისა და იქ არსებული ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სიხვე. ეს მორიგი ცხოვრებისეული პარადოქსი ჯერ ისევ გაურკვევლობის მორევში გვატრიალებს. მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი უმაღლესი საწავლებელი, თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამისად, ჟურნალისტურ ცოდნას არ იძლევა. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ,თუ თვალს გადავავლებთ უკვე დიდი ხნის წინათ შედგენილ სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს, სათანადო ბაზებსა და ტექნიტკურ აღჭურვილობას.არადა, რაც უფრო მეტია (სწავლებაშიც და პრაქტიკაშიც ) კომუნიკაციის ხერხების გამოყენების ვარიანტები , მით უფრო საინტერესო და მდიდარია ჟურნალისტური ინფორმაცია ( განსაკუთრებით რადი და სატელევიზიო) ასეთ ხერხებზე ისევ და ისევ ჩვენმა უმაღლესმა სკოლამ უნდა იზრუნოს. გაცილებით მეტი ყურადღება დაუთმოს ჟურნალისტური კადრების მომზადების საკითხს, მთლიანად უნდა გარდაიქმნას უკევ დრომოჭმული მეთოდებისა და ხერხების გამოყენება.

ტელევიზიის ადგილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემაში

ტელე-რადიო ჟურნალისტიკის დარგი ძალზე ახალია, მისი მეცნიერული ფორმების პროფილი და პრაქტიკული სახე ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფილებისაგან. ეს გარემოება გვავალდებულებს სათანადო ყურადღებით მოვეკიდოთ ელექტრონული ჟურნალისტიკის , როგორც ზოგად- თეორიულ , ისე კერძო , კონკრეტული პრობლემების სწავლებასა და შესწავლას.

ოციანი წლების დასასრულს მცირერიცხოვან ქართველ ჟურნალისტთა წრეს შეემატნენ მეტად საინტერესო მუშაკები, რადიოჟურნალისტთა მთელი თაობა. ამ თაობამ საკუთარი მხრებით ატარა მძიმე იდეოლოგიური შრომის ტვირთი. ეს ის პერიოდია, როცა რადიოს ფენომენი ჯერ კიდევ შეუცნობელი იყო, ხოლო მისი სპეციფიკა - დაუდგენელი. მიუხედავად კადრების სიმცირისა, რადიომაუწყებლობა საქართველოში შესაშური ენთუზიაზმის წყალობით სწრაფი ნაბიჯით წავიდა წინ და სამამულო ომის დროს საკმაოდ მაღალ პროფესიონალიზმს მიაღწია.

რადიომაუწყებლობის გვერდით სულ მალე გამოჩნდა მეორე მძლავრი კომუნიკაციური საშუალება ტელევიზია. როგორც რადიო, ასევე ტელევიზიაც სწრაფად მოექცა მრავალმილიონიანი აუდიტორიის გარემოცვაში. აუდიო და აუდიოვიზუალური შემოქმედება გასცდა რესპუბლიკის ფარგლებს, მიიპყრო საყოველთაო ყურადღება. ეს ბუნებრივი მოვლენა იყო, რადგანაც საეთერო საშუალებანი ყველაზე სწრაფად ვრცელდება და იპყრობს ადამიანთა გულებს.

საქართველოს ტელევიზია 1956 წლის დასასრულს იწყებს მოღვაწეობას, როგორც ყველაფერს ახალს , ფეხადგმის პროცესში მყოფ დარგს, ტელევიზიასაც მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობოდა ტელემოღვაწეების პროფესიული სიმცირ. იმჟამად, რატომღაც ვერავინ მოიფიქრა „ტელე“ - და რადიოჟურნალისტიკის კადრების მომზადება.
სხვათაშორის , თილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1949 წლიდან უკვე არსებობდა ჟურნალისტიკის განყოფილება (ფილოლოგიის ფაკულტეტთან არსებული) , რომელიც კადრებს უმზადებდა საგაზეთო ჟურნალისტიკის დარგს.

მოგვიანებით , 1959-1960 -იან წლებში ჟურნალისტიკის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, აწგარდაცვლილმა პროფესორმა, დავით გამეზარდაშვილმა მისთვის დამახასიათებელი შეუპოვრობითა და შემართებით დაიწყო ზრუნვა ტელევიზიის მომავალი კადრების აღსაზრდელად. 1960 წელს განყოფილებაზე მიიღეს პირველი ასპირანტი ტელე-რადიოჟურნალისტიკის განხრით. მალევე, 60-იანი წლების დასაწყისში, ახლად მიღებული ასპირანტის თაოსნობით, დაიწყო ლექციების კურსის კითხვა ტელე-ჟურნალისტიკის ხაზით.

1979 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის კათედრის ბაზაზე , შეიქმნა ჟურნალისტიკის ფაკულთეტი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა პროფესორმა დავით გამეზარდაშვილმა. ფაკულტეტის სამი კათედრიდან (ჟურნალისტიკის , ისტორიის, პრესის თეორიისა და პრაქტიკის, ტელე-რადიოჟურნალისტიკის) ყველაზე ხერხემალგაუმაგრებელი კათედრა ტელე-რადიოჟურნალისტიკისა იყო. ( სამი თანამშრომლით). კათედრას არავითარი ტრადიცია არ ჰქონდა. მართალია 1962 წლიდან ჟურნალისტიკის განყოფილებაზე უკვე იკითხებოდა „ტელეჟურნალისტიკის საფუძვლები“ , მაგრამ იმ პერიოდში თვით დისციპლინაც ჩამოუყალიბებელი იყო. მაშინ არც ტელევიზიას გააჩნდა გამოცდილება, ისიც ის -ის იყო ფეხს იდგამდა და პროფესიული კადრების თაობაზე ოცნებობდა. იმხნად ტელევიზიაში მუშაობდა სამიოდე ჟურნალისტიკადამთავრებული სპეციალისტი. შემდგომაც ( ათასი მიზეზის გამო) ვერ ხერხდებოდა ტელესტუდიის პროფესიონალ ჟურნალისტებით დაკომპლექტება, რაც რასაკვირველია თავის დაღს ასვამდა გადაცემადა ხერხს.

საქართველოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სწრაფმა ზრდამ , ბუნებრივია დღის წესრიგში დააყენა ჟურნალისტიკის გაძლიერებული სწავლების საკითხი.
80-იანი წლების დასაწყისში ქართული დღის დასრებულ განყოფილებას დაემატა ათკაციანი კონტიგენტი ტელე-რადიოჟურნალისტების მოსამზადებლად. ამ საქმის პროფესორ დავით გამეზარდაშვილთან ერთად სათავე დაედო ტელერადიო კომიტეტის თავჯდომარემ ბატონმა ნუგზარ ფოფხაძემ. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია. ამან ხელი შეუწყო ტელე-რადიო სპეციალობის გახსნას, რამაც ფაქტობრივად დააჩქარა შესაბამისი კათედრის შექმნა.

1999 წელს შესრულდა ზუსტად 20 წელი ჟურნალისტიკის კათედრის დაარსებიდან.

1999-2000 სასწავლო წელს კათედრამ, როგორც იქნა მიაღწია საწადელს, დაარსა ტელე - რადიოჟურნალისტიკის განყოფილება , რის საფუძველზეც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად დაიწყო მიღება ტელე-რადიოჟურნალისტიკის განყოფილებაზე ტელე-რადიოსპეციალობით.


Tuesday, April 5, 2011

ტელემაუწყებლობის ისტორია

მსოფლიოში ტელევიზიის განვითარების დასაწყისად ითვლება 1875-1877 წლები, როდესაც მოძრავი ობიექტის გამოსახულების სიგნალის მიღებისა და გადაცემის ძირითადი პრინციპები იქნა შემუშავებული.
ტერმინი ”ტელევიზია” პირველად რუსმა ინჟინერმა კ.პერსკმა სართაშორისო კონგრესზე, პარიზში 1900 წელს გამოიყენა, თავის მოხსენებაში ”ელექტრონული ტელევიზია”.
· 1925-1926 წლებში ინგლისში და აშშ-ში მოეწყო გამოსახულების გადაცემათა დემონსტრირება.
· 1928-1931 წლებში კი გამოსახულების გადაცემათა დემონსტრირება სსრკ-შიც განახორციელეს.
· ამჟამდ არსებობს ტელემაუწყებლობის სხვადასხვა სტანდარტი: SEKAM-3,PAL, NTSC და სხვა.
· ტელევიზიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საზღვარგარეთის სპეციალისტებს.პირველი სატელევიზიო გადამცემი და მიმღები შეიმუშავა პორტუგალიელმა მეცნიერმა დე პაივამ.
· ტელევიზიის ელექტრონული სისტემის შექმნის იდეა წამოაყენა ინგლისელმა ინჟინერმა კ.სუინტონმა.
· 1934 წლის 15 ნოემბერს მოსკოვში მოეწყო გამოსახულების ხარისხის ჩვენება, სადაც გამოყენებული იყო ს. კატაევის მიერ შემუშავებული გადამცემი მილი.
· 1934 წლის 15 ნოემბერს პირველად სსრკ-ში მოეწყო ტელეგადაცემა ბგერითი თანხლებით.
· ტელემაუწყებლობა სსრკ-შიომის გამო შეწყდა 1941 წლის 1 აპრილს.
· ტელეგადაცემები მოსკოვში აღდგა 1945 წლის 7 მაისს და ეს იყო პირველი ევროპაში.


· 1953 წელს დაიწყო პირველი ტელეცენტრის დაპროეტება თბილისში, რომელიც უნდა განთავსებულიყო მთაწმინდის ზედა პლატოზე. პროექტის განხორციელებაში, ტელეცენტრისა და ტელეანძის ადგილმდებარეობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვით იმ დროს წამყვან სპეციალისატებს: კ.კოტრიკაძეს, ი.ძაგნიძეს, ა.ლორთქიფანიძეს, ვ.ლორთქიფანიძეს.
· 1956 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე პროექტის შესაბამისად დამთავრდა სატელევიზიო ანძის მშენებლობა.ანძის სიმარლე 185 მეტრი იყო, ხოლო ტურნიკენტულ ანტენასთან ერთად მისი სიმაღლე შადგენდა 192 მეტრს. (ეს ანძა მაშინ სსრკ-ში ყველაზე მაღალი იყო). იქვე აშენდა სასტუდიო სააპარატო ბლოკი, რომელიც შედგებოდა ერთი 50 კვ.მ სტუდიისაგან. გარდა ამისა, იყო ერთი სასტუდიო და ორი კინოარხი. ამ დროისათვის შეძენილი იყო ერთი მოძრავი სატელევიზიო სადგური პტს-42. ანძაზე განთავსებული ანტენისათვის დამონტაჟდა სატელევიზიო გადამცემი ტტრ-5/2,5 5 კვტ სიმძლავრით და 1956 წლის ნოემბერში მეოთხე მეტრული სატელევიზიო არხით დაიწყო საცდელი გადაცემები.

· 1956 წლის 28 დეკემბერს გაზეთი ”კომუნისტი” წერდა”თბილისში იხსნება ტელესტუდია”. ამ მოვლენამდე 6 თვით ადრე თბილისში და რუსთავში გაიყიდა 3500 ტელევიზორი (რა თქმა უნდა შავ-თეთრი). ტელევიზორის ფასი 200 მანეთი იყო.
· 1956 წლის 30 დეკემბერს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ტელეცენტრი და დაიწყო სატელევიზიოპროგრამების რეგულარული გადაცემები.
· თბილისის პირველ ტელემაყურებლებს წარმოადგენდნენ მეზობელთა ჯგუფები, ანუ სამეზობლო. იტალიურ ეზოებში გამოტანილი იყო ტელევიზორი, რომელსაც მეზობლები კოლექტიურად

უყურებდნენ. ამ დროს ადამიანები განცვიფრებაში მოჰყავდა ტელევიზორს, როგორც ტექნიკის ფენომენს. ესთეტიური სიამოვნება მეორე პლანზე იყო გადაწეული.