Monday, April 11, 2011

ტელევიზიის ადგილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემაში

ტელე-რადიო ჟურნალისტიკის დარგი ძალზე ახალია, მისი მეცნიერული ფორმების პროფილი და პრაქტიკული სახე ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფილებისაგან. ეს გარემოება გვავალდებულებს სათანადო ყურადღებით მოვეკიდოთ ელექტრონული ჟურნალისტიკის , როგორც ზოგად- თეორიულ , ისე კერძო , კონკრეტული პრობლემების სწავლებასა და შესწავლას.

ოციანი წლების დასასრულს მცირერიცხოვან ქართველ ჟურნალისტთა წრეს შეემატნენ მეტად საინტერესო მუშაკები, რადიოჟურნალისტთა მთელი თაობა. ამ თაობამ საკუთარი მხრებით ატარა მძიმე იდეოლოგიური შრომის ტვირთი. ეს ის პერიოდია, როცა რადიოს ფენომენი ჯერ კიდევ შეუცნობელი იყო, ხოლო მისი სპეციფიკა - დაუდგენელი. მიუხედავად კადრების სიმცირისა, რადიომაუწყებლობა საქართველოში შესაშური ენთუზიაზმის წყალობით სწრაფი ნაბიჯით წავიდა წინ და სამამულო ომის დროს საკმაოდ მაღალ პროფესიონალიზმს მიაღწია.

რადიომაუწყებლობის გვერდით სულ მალე გამოჩნდა მეორე მძლავრი კომუნიკაციური საშუალება ტელევიზია. როგორც რადიო, ასევე ტელევიზიაც სწრაფად მოექცა მრავალმილიონიანი აუდიტორიის გარემოცვაში. აუდიო და აუდიოვიზუალური შემოქმედება გასცდა რესპუბლიკის ფარგლებს, მიიპყრო საყოველთაო ყურადღება. ეს ბუნებრივი მოვლენა იყო, რადგანაც საეთერო საშუალებანი ყველაზე სწრაფად ვრცელდება და იპყრობს ადამიანთა გულებს.

საქართველოს ტელევიზია 1956 წლის დასასრულს იწყებს მოღვაწეობას, როგორც ყველაფერს ახალს , ფეხადგმის პროცესში მყოფ დარგს, ტელევიზიასაც მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობოდა ტელემოღვაწეების პროფესიული სიმცირ. იმჟამად, რატომღაც ვერავინ მოიფიქრა „ტელე“ - და რადიოჟურნალისტიკის კადრების მომზადება.
სხვათაშორის , თილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1949 წლიდან უკვე არსებობდა ჟურნალისტიკის განყოფილება (ფილოლოგიის ფაკულტეტთან არსებული) , რომელიც კადრებს უმზადებდა საგაზეთო ჟურნალისტიკის დარგს.

მოგვიანებით , 1959-1960 -იან წლებში ჟურნალისტიკის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, აწგარდაცვლილმა პროფესორმა, დავით გამეზარდაშვილმა მისთვის დამახასიათებელი შეუპოვრობითა და შემართებით დაიწყო ზრუნვა ტელევიზიის მომავალი კადრების აღსაზრდელად. 1960 წელს განყოფილებაზე მიიღეს პირველი ასპირანტი ტელე-რადიოჟურნალისტიკის განხრით. მალევე, 60-იანი წლების დასაწყისში, ახლად მიღებული ასპირანტის თაოსნობით, დაიწყო ლექციების კურსის კითხვა ტელე-ჟურნალისტიკის ხაზით.

1979 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის კათედრის ბაზაზე , შეიქმნა ჟურნალისტიკის ფაკულთეტი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა პროფესორმა დავით გამეზარდაშვილმა. ფაკულტეტის სამი კათედრიდან (ჟურნალისტიკის , ისტორიის, პრესის თეორიისა და პრაქტიკის, ტელე-რადიოჟურნალისტიკის) ყველაზე ხერხემალგაუმაგრებელი კათედრა ტელე-რადიოჟურნალისტიკისა იყო. ( სამი თანამშრომლით). კათედრას არავითარი ტრადიცია არ ჰქონდა. მართალია 1962 წლიდან ჟურნალისტიკის განყოფილებაზე უკვე იკითხებოდა „ტელეჟურნალისტიკის საფუძვლები“ , მაგრამ იმ პერიოდში თვით დისციპლინაც ჩამოუყალიბებელი იყო. მაშინ არც ტელევიზიას გააჩნდა გამოცდილება, ისიც ის -ის იყო ფეხს იდგამდა და პროფესიული კადრების თაობაზე ოცნებობდა. იმხნად ტელევიზიაში მუშაობდა სამიოდე ჟურნალისტიკადამთავრებული სპეციალისტი. შემდგომაც ( ათასი მიზეზის გამო) ვერ ხერხდებოდა ტელესტუდიის პროფესიონალ ჟურნალისტებით დაკომპლექტება, რაც რასაკვირველია თავის დაღს ასვამდა გადაცემადა ხერხს.

საქართველოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სწრაფმა ზრდამ , ბუნებრივია დღის წესრიგში დააყენა ჟურნალისტიკის გაძლიერებული სწავლების საკითხი.
80-იანი წლების დასაწყისში ქართული დღის დასრებულ განყოფილებას დაემატა ათკაციანი კონტიგენტი ტელე-რადიოჟურნალისტების მოსამზადებლად. ამ საქმის პროფესორ დავით გამეზარდაშვილთან ერთად სათავე დაედო ტელერადიო კომიტეტის თავჯდომარემ ბატონმა ნუგზარ ფოფხაძემ. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია. ამან ხელი შეუწყო ტელე-რადიო სპეციალობის გახსნას, რამაც ფაქტობრივად დააჩქარა შესაბამისი კათედრის შექმნა.

1999 წელს შესრულდა ზუსტად 20 წელი ჟურნალისტიკის კათედრის დაარსებიდან.

1999-2000 სასწავლო წელს კათედრამ, როგორც იქნა მიაღწია საწადელს, დაარსა ტელე - რადიოჟურნალისტიკის განყოფილება , რის საფუძველზეც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად დაიწყო მიღება ტელე-რადიოჟურნალისტიკის განყოფილებაზე ტელე-რადიოსპეციალობით.


No comments:

Post a Comment