Monday, April 11, 2011

საქართველოში ტელე-რადიოჟურნალისტიკის წინსვლა ჩამორჩა მსოფლიო დონეს

საქართველოში ტელე-რადიოჟურნალისტიკის წინსვლა საგრძნობლად ჩამორჩა მსოფლიო მიღწევების დონეს არა მარტო სამეცნიერო ტექნიკური და შემოქმედებითი განვითარების თვალსაზრისით, არამედ , რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია , ინფორმაციული ტრანსფორმაციის მხრივაც. მალე დადგება ის დროც, როცა ჩვენ ვერაფერს გავუგებთ სატელევიზიო-კომპიუტერულ სამყაროს ადამიანებს. ამიტომ, აუდიო-ვიზუალური საშუალებების წინსვლისთვის პრინციპულად ახალი აზროვნება, ახალი გზების ძიებაა საჭირო, პედაგოგიური საქმის ორგანიზაციის ახალი ფორმები და ახალი გამოგონებები , შემოქმედებითი აღმოჩენები და კიდევ , კადრების მომზადება და აღზრდა, რაც მიშვებული, მიტოვებული და ბედის ანაბარაა დარჩენილი. დაე, ნუ შეაცდენს სოკოებივით მომრავლებული უმაღლესი სასწავლებლებისა და იქ არსებული ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სიხვე. ეს მორიგი ცხოვრებისეული პარადოქსი ჯერ ისევ გაურკვევლობის მორევში გვატრიალებს. მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი უმაღლესი საწავლებელი, თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამისად, ჟურნალისტურ ცოდნას არ იძლევა. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ,თუ თვალს გადავავლებთ უკვე დიდი ხნის წინათ შედგენილ სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს, სათანადო ბაზებსა და ტექნიტკურ აღჭურვილობას.არადა, რაც უფრო მეტია (სწავლებაშიც და პრაქტიკაშიც ) კომუნიკაციის ხერხების გამოყენების ვარიანტები , მით უფრო საინტერესო და მდიდარია ჟურნალისტური ინფორმაცია ( განსაკუთრებით რადი და სატელევიზიო) ასეთ ხერხებზე ისევ და ისევ ჩვენმა უმაღლესმა სკოლამ უნდა იზრუნოს. გაცილებით მეტი ყურადღება დაუთმოს ჟურნალისტური კადრების მომზადების საკითხს, მთლიანად უნდა გარდაიქმნას უკევ დრომოჭმული მეთოდებისა და ხერხების გამოყენება.

No comments:

Post a Comment