მცირედი წაწუწუნება თანამედროვე ჟურნალისტიკის გარშემო...
ბრიფინგები:

საკრებულოს სხდომები ბრიფინგების მსგავსაც ერთფეროვნად და ერთსულოვნად მიმდინარეობს. მას ყველა ესწრება ვისაც არ ეზარება. წინა რიგებში მმართველი პარტიის, ხოლო უკანა რიგებში ოპოზიციის წარმოადგენლები ზიან.
მომხსენებელს თითქმის არავინ უსმენს. არ არავის უჩნდება კითხვა. ხანდახან თუკი საინტერესო მომხსენებელი ან თემა „გაიჩითება“, ოპოზიცია ჩაეძიება და კითხვებს დასვამს, თუმცა ამ დროს თავმჯდომარე რეგლამენტს შეახსენებს და „თქვენ უკვე დასვით 3 კითხვა“-თი შეაწყვეტინებს. მტკივნეული თემა თუ იქნა შეიძლება დაპირისპირებაც მოხდეს, თუმცა სხდომის შემდეგ ყავა-სიგარეტის ფონზე ხდება შერიგება.
მომხსენებლის მიერ გამოსვლის დამთავრებიში შემდეგ კენჭისყრის დრო დგება, სადაც უმრავლესობის წევრები თანხმობაზე ხელს მხოლოდ მაშინ აიღებენ, როცა თავმჯდომარეს გადახედავენ და მისი ხელის მოძრაობას დააკვირდებიან. გამონაკლისები აქ მხოლოდ 1000-დან ერთია.
შემდეგ დგება ინტერვიუების „ჩამორიგების“ დრო, სადაც ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე ტექსტებს იმეორებენ. ეს იმიტომ, რომ ჟურნალისტებს სხვა გზა არ აქვთ...
უმაღლესი საბჭოს სხდომები:
საკრებულოს მსგავსად ტარდება სხდომები აჭარის საკანონმდებლო ორგანოში. ოღონს აქ უფრო ძინავთ სხდომებზე ვიდრე წინა შემხვევაში. სხვა ყველა შემთხვევა იდენტურია.
მოქალაქეების ჩაწერის პრობლემები:

ბოლოსიტყვა
მოდით და ამ სამი უკიდურესობის შემდეგ ჟურნალისტს მოთხოვე არიქა ზეპროფესიონალურად მოამზადე მასალა რამდენიმე წუთში და ტელე-ეთერით მომართვიო. მერე დაჯდები და ამდენ ოფლჩაღვრილ მასალას არ ვარგაო და პულტის დახმარებით გადართავ.
ეს პულტი, ხომ ჟურნალისტების შრომის გასანადგურებლადაა გამოგონებული...
თუ სექსი, სისხლი და ფული არ ახსენე ფასი არ გექნება. აბა პორნოზე, ზეძავებზე და მსგავს თემებზე გააკეთე, უცებ მნახველთა ოდენობა გაათმაგდება.
SEX -- S-ურვილი E-მატება X-ალხს...
No comments:
Post a Comment