გაზეთი „პრაიმტაიმი“ 2010 წელს აჯამებს. წელს გადავწყვიტეთ, მთელი წლის განმავლობაში გაზეთში გასული მასალების შეჯერებისგან თავი შეგვეკავებინა (ჩვენს ექსკლუზივებს შეხსენება აღარ სჭირდება) და თქვენთვის მედიაკვლევის შედეგები შემოგვეთავაზებინა, რომელიც თბილისის მასშტაბით, წინასაახალწლოდ ჩავატარეთ. მაშ ასე, დავიწყოთ: აღმოჩნდა, რომ წელს ყველაზე მეტი ადამიანი „რუსთავი2“-ს უყურებდა:
გოგი გეგეშიძე („რუსთავი2“ გენერალური დირექტორი): „რუსთავი 2“ ფლაგმანია. ყველაფერი პირველი, ამ ტელევიზიიდან იწყება. ძალიან ძლიერი გუნდი შეიკრა, რომელიც ერთმანეთს გვერდში უდგას. ეს ჩემი მიღწევაა. წარმატების რეცეპტს ამაში ვხედავ. რომ მოვედი, ვთქვი: ეს ტელევიზია უნდა გათბეს და ყველას ტელევიზია უნდა გახდეს-მეთქი. ჩემამდე „რუსთავი 2“ ცოტა ხისტი იყო. სითბო ძალიან ძვირი ჯდება თუ ოდნავ დათბა, ეს ჩემი დამსახურებაა“.
„რომელი ქართული არხის საინფორმაციო გამოშვებებს ენდობით?“ – გამოკითხულთა უმრავლესობამ ასევე „რუსთავი 2“ დაასახელა. როგორც „კურიერის“ პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი ამბობს, მათი საინფორმაციო სამსახური, მედიასივრცეში მომავალშიც აპირებს ლიდერობას.
გიორგი ლაფერაშვილი, „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი: „ეს ინფორმაცია ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. საკმაოდ ხშირად იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ცალკეული ადამიანების მხრიდან ისმოდა კითხვები, რამდენად ობიექტურია „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახური. თქვენი კვლევის შედეგებიც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი ენდობა იმას, რასაც ჩვენ საინფომრაციო სამსახურებში ყოველდღიურად ვაწვდით“.
ნინო შუბლაძე, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი: „კარგია თუ იმ ადამიანების შრომას მაყურებელი ასე აფასებს, ვინც 24-საათიან რეჟიმში ზუსტად ამისთვის შრომობს, რომ ყველა ინფორმაცია დროულად მიაწოდოს მაყურებელს. ალბათ, თითოეულ იმ ადამიანს უნდა მივულოცო, ვინც „კურიერში“ მუშაობს და ეგერეთ წოდებულ „NEWS“ აკეთებს. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს და იმ ადამიანებს, ვინც თქვენს გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ ყველაფერს მაყურებლისთვის ვაკეთებთ. ჩვენთვის თითოეული ადამიანის აზრი, ვინც გვენდობა და გვიყურებს, ყველაზე მთავარია.“
რომელ არხს უყურებდით წლის განმავლობაში? 47.1 % რუსთავი 2
22% იმედი
9.6% პირველი არხი
5.7% ერთსულოვნება
3.6% კავკასია
2.7% მაესტრო
8% სხვა
რომელი არხის საინფორმაციოგამოშვებას ენდობით?
26.4 % რუსთავი 2
17.5% იმედი
8.9% პირველი არხი
6.5% კავკასია
2.7% მაესტრო
24.5% არც ერთს
8% სხვა
წლის ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი
საინფორმაციო გამოშვების რომელი წამყვანი მოგწონთ?
ზაალ უდუმაშვილი 50.0 %
ლაშა ხარაზიშვილი 10.9 %
ნოდარ მელაძე 7.5 %
ეკა მიშველაძე 6.5 %
მაკა ცინცაძე
5.5 %
არც ერთი 14.6 %
სხვა 5.0 %
ნომინაციაში „2010 წლის ტელეწამყვანი“ დიდი უპირატესობით ზაალ უდუმაშვილმა გაიმარჯვა. „კურიერი“-ს წამყვანი ხალხის აშკარა სიმპათიით სარგებლობს და 15 კანდიდატს შორის, დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავა.
ზაალ უდუმაშვილი: „პირველ რიგში მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ზაალ უდუმაშვილი შემოხაზა. ჩემთვის ეს დიდი პატივია, რადგან, როცა ასეთ რაღაცებს ვიგებ, ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ საჭირო ვარ და ხალხი მაფასებს. სამუშაოდ ჩემთვის დიდი სტიმულია. ბევრ ფულად ჯილდოს და პრემიას ასეთი აღიარება მირჩევნია. ალბათ, ჩემმა 19-წლიანმა სატელევიზიო გამოცდილებამ შედეგი გამოიღო. თუმცა ეს ძალიან ბევრი შრომის შედეგიც არის. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მაყურებელს კარგი „კურიერი“ შევთავაზოთ. მე წილად მხვდა იმის ბედნიერება, რომ ამდენი ხალხის შრომას წარვადგენ ეთერში“.
გამოკითხვის დროს ხალხმა ზალიკო არა მარტო პროფესიონალიზმით, არამედ პიროვნული თვისებებითაც გამოარჩია. ყველაზე მეტი პროცენტი დიდუბის რაიონში აიღო. ამ უბანში ცხოვრობს და მეზობლებიც ერთხმად მას აღიარებენ. ეს რომ გაიგო, ზალიკო ერთ გადაწყვეტილებამდეც მივიდა: „ე.ი. დიდუბის მაჟორიტარად უნდა ვიყარო. :) იქ ვცხოვრობ და, როგორც ჩანს, მოსახლეობის მხარდაჭერითაც უფრო ვსარგებლობ. ბუნებრივია, რომ ტელემაყურებელს წამყვანის მიმართ, პროფესიული შეფასების გარდა, პიროვნული დამოკიდებულებაც უჩნდება. თუ ხალხისთვის პიროვნულადაც მისაღები ვარ, ეს კიდევ უფრო სასიამოვნოა. ამას ხშირად ვგრძნობ ხოლმე, როცა ქუჩაში გავდივარ. მარტო ის არ არის, რომ „კურიერის“ წამყვანი ვარ. ძალიან ხშირად მოდიან და თბილ სიტყვებს მეუბნებიან, დადებითი განწყობა მათი მხრიდან ყოველთვის იგრძნობა“.
ტელევიზიაში 19 -წლიანი სტაჟი აქვს, საინფორმაციოს ეთერში 13 წელია ზის. სხვადასხვა გამოკითხვებში ადრეც ლიდერობდა. ჩვენი წლევანდელი გამოკითხვაც მისთვის იმის მანიშნებელია, რომ კარიერა კიდევ უნდა გააგრძელოს.
„თქვენი გამოკითხვა იმის სიგნალია, რომ მომავალ წელს აუცილებლად ვიმუშავებ. წლების განმავლობაში ჩემი ნიშა მიკავია და როცა ამას დავკარგავ და თუნდაც გამოკითხვებში ვეღარ გავიმარჯვებ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ შეიძლება უკვე დასასრულისკენ წაიყვანო კარიერა. ამდენი წლის განმავლობაში მაყურებელს, რომელიც ყოველდღე გიყურებს და შენს მიმართ კიდევ დადებითი განწყობა აქვს, არ მობეზრდი, ე.ი. რაღაცნაირად აფასებს შენს საქმეს“.
დილის წამყვანების რეიტინგები
გვანცა დარასელია
„პრაიმტაიმის“ გამოკითხვაში, დილის ეთერის რომელი წამყვანი მოგწონთ? ხალხის უპირობო ფავორიტი გვანცა დარასელია გახდა. მუდამ მომღიმარი და მხიარული დილის წამყვანი, წლის საუკეთესო „დილის ეთერის წამყვანად“ დასახელდა.
გვანცა დარასელია: „არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. საერთოდ ხალხის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ჩვენი მაყურებლები არიან და თუ ჩვენს გადაცემას უყურებენ და დილის წამყვანებს შორის მე გამომარჩიეს, ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა მათ, ვინც ხმა მე მომცა. არ ვიცი როგორ მოვახერხე ხალხის სიმპათიის დამსახურება, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ყოველი ჩემი გამოჩენა და ყოველი დილა ძალიან გულწრფელია. დიდი შრომაა ამ ყველაფერში ჩადებული და რეალურად, როცა გადაცემა მზადდება, ამის უკან ყოველთვის მაყურებელი დგას. ვფიქრობთ რა ესიამოვნება მაყურებელს, რა დააყენებს კარგ ხასიათზე და ეტყობა, ეს რაღაცნაირად მთელი გუნდის დახმარებით კარგად გამომდის. ამიტომაც ამირჩიეს“.
32.7% გვანცა დარასელია
13.2% ნინო არაზაშვილი
10.9% ნუცა ჯანელიძე
6.8% გიორგი გოგიჩაიშვილი
13.6% არც ერთი
22% სხვა
დილის გადაცემების რეიტინგები
დილის გადაცემების რეიტინგშიც, "პრაიმტაიმის" გამოკითხვის მიხედვით, "რუსთავი 2"-ის "დილამ" გაიმარჯვა. აღმოჩნდა, რომ "დილა მშვიდობისა საქართველოს" ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. მეორე ადგილზე "იმედის" დილის გადაცემა გავიდა, მესამეზე "პირველი არხის" და მეოთხეზე "მზის"
რომელი არხის დილის გადაცემა მოგწონთ?
46.4% რუსთავი 2-ის
28.2% იმედის
11.5% პირველი არხის
5.7% მზის
8.2% არც ერთი
პროფილი
„წლის საუკეთესო საზოგადოებრივი ტოქშოუ“ მაია ასათიანის გადაცემა „პროფილი“ გახდა. საზოგადოების უმეტესობისთვის „პროფილი“ ისევ საყვარელ გადაცემად რჩება.
მაია ასათიანი: „დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მაყურებელს და განსაკუთრებით გაზეთ „პრაიმტაიმს“ ასეთი საინტერესო იდეებისთვის, რადგან ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმული, მაყურებლის აღიარებაა. დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, რადგან, არც თუ ისე იოლია, როცა მაყურებელი საყვარელ ტოქშოუდ გასახელებს, ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე ღირსეულად ატარო. დიდი მადლობა თქვენს გაზეთს, რადგან ჩვენი ყოველი ორშაბათი თქვენით იწყება“.
ნანუკას შოუ
„პრაიმტაიმის“ გამოკითხვით, „საუკეთესო საზოგადოებრივი ტოქშოუს“ ნომინაციაში მეორე ადგილს „ნანუკას შოუ“ იკავებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ეს ჯანსაღი კონკურენციაა. წარმატებებს ვუსურვებ მაიას. ძალიან კარგი და საინტერესო წელი იყო ორივესთვის და არამარტო ჩვენთვის. ჯანსაღი კონკურენცია კარგ პროდუქტს ქმნის. როცა კონკურენტი გყავს, მაშინ ბევრს შრომობ და ცდილობ ყველაფერი მაქსიმალურად გააკეთო. ლიდერებს შორის დასახელება უკვე სტიმულია ჩემთვის და მინდა ყველას მივულოცო დამდეგი ახალი წელი“.
კითხვაზე „რომელი თემა დაგამახსოვრდათ ყველაზე კარგად?“ მოსახლეობის უმრავლესობა „პროფილის“ რამდენიმე კვირის წინ გასულ გადაცემას ასახელებს თემაზე – „მზრუნველობამოკლებული ბავშვები“. „კახურ იუმორზე“ გაკეთებული გადაცემა მოსახლეობაში არანაკლები მოწონებით სარგებლობს.
მაია ასათიანი: „ორივე ცრემლიანი გადაცემა იყო, თუმცა ერთი სიცილის ცრემლების. საკმაოდ დიდ ხანს ვმუშაობდით ამ ბავშვებთან, რადგან გვინდოდა მათთვის ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა. ჩაწერა რომ დავამთავრეთ, ყველა ისეთ ეიფორიაში ვიყავით, რომ ეს ემოცია, ალბათ, არასდროს დამავიწყდება. საბოლოო ჯამში მივხვდით, რომ იმ ერთი თვის განმავლობაში დავმეგობრდით. ძალიან მეამაყება, რომ ეს მაყურებელმაც იგრძნო. რაც მთავარია, ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, გადაცემას ძალიან კარგი შედეგი მოჰყვა. დღემდე უამრავი ადამიანი რეკავს. ჩადიან ბავშვთა სახლებში, უამრავ ბავშვს მოაკითხა მშობელმა და მათი ცხოვრება ნელ-ნელა იცვლება. მიხარია, რომ ამ გადაცემამ ეს შეძლო. ხშირად ამბობენ, რომ ასეთი „პროფილი“ მხოლოდ ერთჯერადია და მას არაფრის შეცვლა შეუძლია, მაგრამ ყოველი ასეთი გადაცემის შემდეგ, ჩვენი გმირების ცხოვრება რადიკალურად იცვლება“.
რაც შეეხება ნანუკას შოუს, გამოკითხულთა უმრავლესობამ ბათუმური შოუ და ის გადაცემა მოიწონა, რომელშიც ბურდულების ოჯახი იყო სტუმრად მიწვეული.
რომელი საზოგადოებრვი თოქშოუ მოგწონთ?
50.2% პროფილი
42.1% ნანუკას შოუ
3.4% ცხოვრება მშვენიერია
3.2% აუდიტორია
1.1% არც ერთი
დღის ეთერის შოუ
დღის ეთერის შოუებიდან ყველაზე მეტი ხმა „დღის შოუმ“ დააგროვა. მაყურებლის აზრით, მისი წამყვანები: ია ფარულავა, ნანიკო ხაზარაძე და დოდოშკა ხურცილავა ყველაზე გულწრფელი ადამიანები არიან, ამიტომ წლის შემაჯამებელი გამოკითხვის შედეგად, გადაცემა 32.7 პროცენტით ლიდერობს.
დოდოშკა ხურცილავა: „ამ ახალი ამბით ძალიან გამახარეთ. ჩვენ, ყოველი გადაცემის წინ მართლა სერიოზულად ვშრომობთ. ძალიან სერიოზულად ვიცვლით სტუმარს და თემას. ამ თემის გარშემო აუცილებლად ვატარებთ სერიოზულ კვლევას. ამავე დროს ვცდილობთ, რომ ეს ჩვენი გადაცემა იყოს არა მოსაწყენად სერიოზული, არამედ გასართობი და ამავე დროს საზოგადოების ყველა ფენისთვის მისაღები“.
ნანიკო ხაზარაძე: „ქასთინგი სწორად არის გაკეთებული და სწორად შეარჩიეს სამი ადამიანი, რომელმაც რეიტინგული გადაცემა გააკეთა. მეტს განსაკუთრებულს ჩვენ, ალბათ, არაფერს ვაკეთბთ. ვმუშაობთ, როგორც ყველა. როგორც ჩვენი მაყურებლები გვეუბნებიან გულწრფელები ხართო და დიდი მადლობა მათ ასეთი შეფასებისთვის“.
დღის ეთერის რომელი გადაცემა მოგწონთ ?
32.7% დღის შოუ
20.9% სამოთხის ვაშლები
5.0% მზესუმზირა
40.5% არც ერთი
0.9% სხვა
წლის ქართული კომედიური სერიალი
რომელი კომედიური შოუ მოგწონთ ?
69.1% შუა ქალაში
19.1% გოგონა გარეუბნიდან
4.5% ჩვენი ოფისი
7.3% არც ერთი
ნომინაციაში „წლის ქართული კომედიური სერიალი“ ყველასთვის უკვე საყვარელებმა სერიალებმა („შუა ქალაქში“ და „გოგონა გარეუბნიდან“) გაიმარჯვეს. თუმცა „შუა ქალაქში“-ს რეიტინგი წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო და ის ამ წელსაც ლიდერია.
დათო გოგიჩაიშვილი: „დიდი მადლობა მაყურებლებს, რომ ჩვენს სერიალს უყურებენ და მოსწონთ. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ ამის გამო ცხვირაწეულებმა ვიაროთ. პირიქით, თავმდაბალი ხალხი ვართ, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, იმისთვის, რომ „შუა ქალაქში“ შეიყვარეს. საბედნიეროდ მაღალ რეიტინგს მიჩვეულები ვართ და პირველი ადგილი ჩვენთვის საკმაოდ ხშირია“.
წლის ქართული მძაფრსიუჟეტიანი სერიალი
რომელი მძაფრსიუჯეტიანი სერიალი მოგწონთ ?
69.1% დეტექტივები
10.0% კა 17
20.9% არც ერთი
სერიალი „დეტექტივები“, რომ ბოლო დროის ყველაზე რეიტინგულ და პოპულარულ სერიალად იქცა, ჩვენს გამოკითხვაშიც აისახა. საქართველოში მომხდარ რეალურ კრიმინალურ ფაქტებზე დაყრდნობით შექმნილმა სერიალმა, ნომინაციაში „ქართული მძაფრსიუჟეტიანი სერიალი“ გაიმარჯვა.
ლევან ყუბანეიშვილი: „ძალიან მიხარია, რადგან მსგავსი ტიპის სერიალი საქართველოში დიდი ხანია არ გადაღებულა. არც ასეთი ხარისხის სერიალი შექმნილა აქამდე. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა სერიალმა ასეთი შეფასება მიიღო. პირველი სეზონი დასრულდა და მაღალი შეფასებების მიღება დიდი წარმატებაა თვითონ სერიალისთვის და ჩვენთვისაც, მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის. უახლოეს დღეებში მეორე სეზონის გადაღება დაიწყება. შემდეგი სეზონი ასევე 16 სერიისგან შედგება და როგორც დაგეგმილია, აპრილის დასაწყისში უკვე „რუსთავი 2“-ის ეთერში გავა“.
წლის გასართობი შოუ
36.4% დაამარცხე ვარსკვლავი
22.7% ინტუიცია
9.1% მაფიის ღამე
8.1% თბილისი ლაივი
23.7% არც ერთი
2010 წელს სატელევიზიო სივრცეში რამდენიმე ახალი გასართობი შოუ გამოჩნდა, სწორედ „დაამარცხე ვარსკვლავი“, „ინტუიცია“ და „მაფიის ღამე“ გახდნენ ჩვენი გამოკითხვის ლიდერები. „რუსთავი 2“-ის პროექტმა „დაამარცხე ვარსკვლავი“, გამოკითხვაში 36,4%-ით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე იმედის პროექტი „ინტუიცია“ გავიდა, მესამე პოზიციაზე კი „მაფიის ღამე“ დასახელდა.
ანუკა ქორქია („დაამარცხე ვარსკვლავი“): "ძალიან გამახარეთ. პირველი სეზონი ზაფხულში გავიდა, ანუ იმ დროს, როდესაც ყველა ნაკლებად უყურებს ტელევიზორს. მინდა აღვნიშნო, რომ გადაცემა ისე სწრაფად მომზადდა, რომ მისი რეკლამაც არ გასულა ეთერში. მოხარული ვარ ამ ინფორმაციით და ბევრს გავაკეთებთ კიდევ იმისთვის, რომ ხალხს ეს გადაცემა უფრო მოეწონოს“.
ნანკა კალატოზიშვილი („ინტუიცია“): „წინასაახალწლოდ ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო. ასეთ რეიტინგს არ ველოდი. მივხვდი, რომ არც მე და არც შემოქმედებითი გუნდი ტყუილად არ ვმუშაობთ. რეალურად მაყურებელს აინტერესებს და ეს უკვე ძალიან კარგია. ამისთვის ყველას დიდი მადლობა“.
მალხაზ ქვრივიშვილი („მაფიის ღამე“): „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი გადაცემა სამეულში შევიდა. გადაცემა ეთერში თითქმის ერთი წელია გადის და უკვე სამი სეზონი ჩავწერეთ. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია და ამისთვის მადლობა ყველას“.
წლის საინფორმაციო
შემეცნებითი გადაცემა
„საინფორმაციო - შემეცნებით გადაცემებში“ გადაცემა „კურიერი P.S“ ლიდერობს. გადაცემამ, რომელიც უკვე 15 წელია ეთერშია, წელსაც მაყურებლის 29,7%-ის მოწონება დაიმსახურა.
29.7% P.S
29.2% იმედის გმირები
15.3% ვახო სანაიას რეპორტაჟი
15% არც ერთი
10% სხვა
დათო კიკალიშვილი: „ჩვენი გადაცემა პირველ რიგში, ალბათ, თავისი სტაბილურობით არის პოპულარული. 2011 წელს გადაცემას 15 წელი უსრულდება, რაც პირდაპირ ეთერში მუშაობს და მე ამას უფრო მივაწერ. დიდი ხანია ეთერში ვართ და ტელემაყურებელი შეგვეჩვია, გვიცნობს, დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს და ამის გამო ჩვენს მიმართ დადებითად არის განწყობილი. ჩვენი ნიშა სტაბილურად გვიჭირავს. გვინდა და ვცდილობთ, რომ უკეთესი იყოს, უფრო მაღალრეიტინგული და არ დაკარგოს თავისი თამასა, რომელიც აღებული აქვს“.
„პრაიმტაიმის“ კვლევაში მეორე ადგილი 29.2-პროცენტით, ახალ ტელეპროექტს „იმედის გმირები“ უკავია. პროექტის ავტორებისთვის ეს დიდი წარმატებაა, რადგან „იმედის გმირები“ დიდი ხანი არაა, რაც ეთერშია, ამიტომ შემოქმედებითი ჯგუფისთვის კვლევის შედეგი სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.
მათე კირვალიძე: „რომ არ მოგატყუოთ, არ ველოდი, მაგრამ საკუთარი გადაცემის შესახებ მსმენია, რომ ხალხში პოპულარულია და სეზონის ერთ-ერთ ეროვნულ პროექტად ითვლება. ეს ჩემი აზრიც არის. ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობაა. მადლობა თქვენ, გამოკითხვისთვის და ყველას, ვინც ამ გადაცემას უყურა და ჩათვალა, რომ პოპულარულია. ჩვენი წარმატების მიზეზი საზოგადოებაშია. როგორც ჩანს, ხალხში არის მოთხოვნილება იცნობდნენ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება მათ გვერდით არიან და ცხოვრობენ, მაგრამ მათი საგმირო საქმეების და ცხოვრების გმირული წესის შესახებ არაფერი იციან. ეს გადაცემა ჩვეულებრივ ადამიანებზეა და არა ე.წ. „სელებრითებზე“. ხშირ შემთხვევაში ცნობილ ადამიანებზე უფრო მეტ გმირობას სჩადიან და ამ საზოგადოების ღერძი და ნაწილი არიან. რეიტინგს არ ვეკიდებით, მაგრამ ერთია რეიტინგი და მეორე რეალური გამოხმაურება და საქმის რეალური შედეგი“.
საინფორმაციო-შემეცნებით გადაცემებში მესამე პოზიცია „ვახო სანაიას რეპორტაჟს“ უკავია. შემოქმედებითმა ჯგუფმა შეძლო და ასევე მოკლე დროში მოახერხა ქართველი მაყურებლის დაინტერესება და მაღალი რეიტინგის მოპოვება.
ვახო სანაია: ჩვენმა გუნდმა ყველაფერი ჩავდეთ ამ გადაცემაში დაე ვფიქრობ, რომ ნიშამ, რომელიც ჩვენ გვიკავია და რასაც მაყურებელს ვთავაზობთ, გაამართლა. ამას სატელევიზიო რეიტინგებიც ადასტურებს. როდესაც ყველა თანამშრომელი ბოლომდე იხარჯება და ყოველ შაბათს 9 საათზე მაყურებელი ჩვენს გადაცემას ელოდება, ეს ძალიან სასიამოვნოა და მიხარია“.
წლის მუსიკალური შოუ
რომელი მუსიკალური პროექტი მოგწონთ?
50.7% ჯეოსტარი
47.3% ბრავო
2.0% არც ერთი
მუსიკალურ შოუებში, „ჯეოსტარი“ და „ბრავო“ ლიდერობს. ჩვენი კვლევით, საზოგადოების ხმათა 50.7% „ჯეოსტარმა“ მიიღო, 47.3 „ბრავომ“.
გიორგი ხაბურძანია: „ძალიან კარგია, რომ სათავეში „ჯეოსტარია“. ამ შემთხვევაში მთავარი მაყურებელია, ანუ იგივე თქვენი მკითხველი, ვინც ჩვენს პროექტს უყურებს და მიხარია, რომ ამდენი წლის მანძილზე ხალხი ისევ ისეთი მონდომებით უყურებს და პოპულარობას არ ჰკარგავს. წელს კიდევ უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა პროექტს, ვიდრე წინა წლებში. ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი არის ფორმულა, ანუ ფორმატი, რომელიც ძალიან მარტივია და ამავდროულად ამ სიმარტივეშია მისი სიძლიერე. ახალი თაობის მომღერლებს ყოველ წელს ეძლევათ უნიკალური შანსი, რომ პოპულარულები გახდნენ და სიმღერაში დაიხვეწონ. მთელს მსოფლიოში პოპულარულია ეს პროექტი და საქართველოც მისი ნაწილია. ეს ფორმულა, რომელიც კარგად მუშაობს ამერიკაში და ბრიტანეთში, ჩვენთანაც წარმატებულია.
გადაცემა „ბრავომ“ პოპულარობა ხალხში საკმაოდ მალე მოიპოვა. ლობისტების, მომღერლების და მხიარული წამყვანების წყალობით, მაღალ რეიტინგს მუდმივად ინარჩუნებს.
რუსა ჩაჩუა: „ალბათ, იმით გახდა „ბრავო“ წარმატებული, რომ მუსიკალურიც არის და გასართობიც. ლობისტების ამპლუაში სხვადასხვა პროფესიის ხალხი მონაწილეობს. ჟიურიც ცვალებადია და ეს ყველაფერი უფრო საინტერესოს ხდის. ძალიან მიყვარს ეს შოუ, ყველაფერს ვაკეთებ მისი წარმატებისთვის და ეს, ალბათ, ყველამ ნახა. არასდროს მიცეკვია და ვიცეკვე, ფოკუსიც გავიკეთე და საჭირო რომ გახდეს, ვიმღერებ კიდეც“.
ვანიკო თარხნიშვილი: „გადაცემის წარმატება, ალბათ, სწორი მიდგომის და დაგეგმვის შედეგია. მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ შოუ პოპულარული იყოს, თავს არ ვზოგავ. რაც მთავარია, უნდა მოგწონდეს რასაც აკეთებ და, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს ჩემი საქმე“.
წლის საუკეთესო კომედიური შოუ
რომელი კომედიური შოუ მოგწონთ?
35.5% ვანოს შოუ
22.7% კომედი შოუ
12,7% სტუმრად იუმორინასთან
19.1% არც ერთი
10% სხვა
კომედიური შოუების ლიდერი წელს „ვანოს შოუ“ გახდა. გადაცემა ტელეეთერით უკვე 4 წელია გადის და მაყურებლისთვის დღემდე ყურებადი და სასაცილო შოუა.
ვანო ჯავახიშვილი: „ე.ი. ვლიდერობთ? რაღაც არის ჩემში, ალბათ, და ამიტომაც :) ამბიციური განცხადებების გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ ჩვენთვის ვაკეთებთ გადაცემას, რომელიც ჩვენ მოგვწონს და მოსახლეობასაც თუ მოსწონს, კარგია. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენი გემოვნებები ერთმანეთს ემთხვევა. მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს გრაფა შემოხაზა, რადგან თითოეული მაყურებელი ჩვენთვის ძვირფასია. ზუსტად ისე, როგორც არჩევნებზე თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. ამიტომ ვაკეთებთ ისეთ გადაცემებს, რომელიც ყველა ადამიანზეა გათვლილი. ჩვენთან წლოვანება არ არის შეზღუდული. მაგალითად, ჩემი 2 წლის შვილიც ხშირად უყურებს და სხვათა შორის იცინის კიდეც.
ხშირად ტარდება ხოლმე ფორუმ-გამოკითხვები, რომლებსაც ნაკლებად დაკავებული ადამიანები ეხმაურებიან. ხანდახან იქაც ვლიდერობთ, მაგრამ ჩვენ ამ გამოკითხვებს ხშირად არ ვენდობით. თქვენსას ნამდვილად ვენდობი“.
წლის საბავშვო გადაცემა
წლის „საუკეთესო საბავშვო გადაცემების“ გამარჯვებული „ყველაზე ჭკვიანი“ გახდა. როგორც აღმოჩნდა, ეს გადაცემა არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ უფროსი თაობისთვისაც ძალიან საინტერესოა.
ნინო ხოშტარია: „გამოკითხვა აქამდე არასდროს ჩატარებულა, მაგრამ ნამდვილად გვეგონა, რომ ასე იქნებოდა, თუნდაც სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე. ყველა კომპონენტია იმისა, რომ გადაცემა რეიტინგული იყოს და ხალხს აინტერესებდეს. არიან ნიჭიერი ბავშვები, არის საინტერესო შეკითხვები და ბავშვური უშუალობა, თუმცა თავიდანაც კი, როცა ამ პროექტს ვიწყებდით, როგორც საბავშვო გადაცემას არ განვიხილავდით. ეს არის ინტელექტუალური თამაში, სადაც 11–12 წლის ბავშვები მონაწილეობენ და აქ მეტი საბავშვო არაფერია. მეტსაც გეტყვით, შეიძლება ბავშვებს უფრო ნაკლებადაც აინტერესებდეთ. გადაცემის წარმატება იმან განაპირობა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ, როგორც ბავშვებს. უფროსებიც უყურებენ „ყველაზე ჭკვიანს“ და უფრო აზარტულები ხდებიან. აინტერესებთ რა გამოტოვეს, რა ვერ დაძლიეს თვითონ და რას დაძლევენ ბავშვები. 12 მონაწილე თავიანთი ნიჭით და ცოდნით გვაოცებენ. არის კონკურენტუნარიანობა და ბევრი ექსტრემალური პირობებიც. ეს ყველაფერი იმ ეფექტს ქმნის, რომ ყველას აინტერესებს და ეს ძალიან მიხარია. რაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება, უფრო მეტ ბავშვს მოუნდება, რომ ასეთი იყოს.
რომელი საბავშვო გადაცემა მოგწონთ ?
48.2% ყველაზე ჭკვიანი
18.2% ანაბანა
18.2% ეტალონი
8.4% არც ერთი
7.0% სხვა
წლის სატელევიზიო საქველმოქმედო პროექტი
ნომინაციაში წლის „სატელევიზიო საქველმოქმედო პროექტი“, ფონდმა „იავნანამ“ გაიმარჯვა და 60-პროცენტიანი უპირატესობით, პირველი ადგილი დაიკავა.
თეონა ჯორბენაძე (ფონდ „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელი): „ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი არჩევანი გააკეთა. „იავნანა“ არ არის მდიდარი ფონდი, ეს ფონდია, რომელიც შექმნილია იმ ადამიანების კეთილი ნებით, ვისაც ქველმოქმედების კეთების დიდი სურვილი აქვს. ეს აღიარება მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის. ეს ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც ერთხელ მაინც დარეკა 30–30-ზე და იმათაც ვისაც, 10 თეთრი მაინც ჩაუგდია ჩვენს ყულაბაში. ეს არამარტო ჩვენი, ქართველი ხალხის აღიარებაა. სულ მახსენდება ჩვენი პირველი დიდი ტელე-მარათონი, სადაც დარწმუნებულები ვიყავით, რომ მხოლოდ სამი ოჯახისთვის შევძლებდით ბინის ყიდვას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შემოსული თანხით შვიდი ბინის ყიდვა შევძელით. მაყურებლის ქველმოქმედების სურვილმა და ძალამ, ჩვენს მიერ წარმოდგენილს ბევრად გადააჭარბა“.
რომელი საქველმოქმედო სატელევიზიო პროექტი მოგწონთ?
60.0% იავნანა
36.4% ვის უნდა 20 ათასი
3.6% არც ერთი